წესები და პირობები
შემსრულებელი : შპს გოფერი მისამართი ბახტრიონის 11ბ ; ტელ: (032) 242 32 62
მომხმარებელი :
ფიზიკური ან იურიდიული პირი რომელიც სარგებლობს შპს გოფერ”-ს სერვისით.
მომხმარებელი საიტზე რეგისტრაციისას ვალდებულია დაეთანხმოს შემდეგ პირობებს:
1. ტრანსპორტირების ღირებულება , ამანათის გატანა , წონის დამრგვალება და გადახდა .
1.1. ამერიკიდან ტრანსპორტირების ღირებულება ითვლება რეალური წონით, მოცულობითი წონით ითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამანათის ზომა აღემატება (121x100x152 სმ/ 48x40x60 ინჩი)
1. 2 . სავალდებულოა ტრანსპორტირების ღირებულების გადახდა განხორციელდეს მხოლოდ www.gofer.ge-ზე მითითებული გადახდის მეთოდებით ამანათის საქართველოში ჩამოსვლიდან არაუგვიანეს 30 დღისა.
1.3. თუ გზავნილის საქართველოში შემოსვლიდან 30 დღის ვადაში არ მოხდა მომხმარებლის მიერ გზავნილის გატანა, ყოველ გადაცდენილ დღეზე დაემატება კილოგრამზე 30 თეთრი მომდევნო 1 თვის განმავლობაში.
1. 4 . ამანათის გოფერის საწყობში მოსვლის და მისი ტრანსპორტირების შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია გადაიხადოს ტრანსპორტირების საფასური. ვალდებულება ძალაში რჩება ამანათის სახელმწიფოსთვის გადაცემის შემთხვევაშიც.
1. 5 . ამანათის გატანისას მომხმარებელი ვალდებულია ადგილზე შეამოწმოს შიგთავსი. დაზიანების შემთხვევაში ადგილზევე შეატყობინოს პასუხისმგებელ პირს. ინფორმაციას განიხილავს შესაბამისი სამსახური და მომხმარებელი გონივრულ ვადაში მიიღებს პასუხს.
2. ამანათის გადაფუთვის სერვისი მოცულობის შესამცირებლად .
2.1. მოცულობის შემცირების მიზნით შპს გოფერი უსასყიდლოდ ახდენს ამანათების გადაფუთვას. ამანათის შიგთავსიდან და შეფუთვიდან გამომდინარე, თუ კი იძლევა გადაფუთვის შესაძლებლობას, მოცულობითი წონის შემცირების მიზნით მოვახდენთ ტვირთის გადაფუთვას.
2.2. ელექტრო ტექნიკისა და მსხვრევადი ნივთების გადაფუთვა არ ხდება ამანათის უსაფრთხოების მიზნით.
3. საკურიერო მომსახურება .
3.1. თუ მომხმარებელი განაცხადებს სურვილს ამანათის სახლში მიტანაზე შპს გოფერი დაარიგებს ამანათებს საქართველოს მაშტაბით ნებისმიერ ქალაქსა თუ რაიონში და ამ სერვისით მომხმარებელი ისარგებლებს სრულიად უსასყიდლოდ.
3.2. ყველა იმ ამანათზე, რომლის ტრანსპორტირების ღირებულება გადახდილი იქნება ამანათის ჩამოსვლის დღემდე და მომხმარებელს მითითებული ექნება „საკურიერო მომსახურება“ კურიერი დაარიგებს მსგავს ამანათებს.
3.3. ამანათს მოგიტანენ თქვენს მიერ მითითებულ მისამართზე, მისამართის შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ ამანათის ჩამოსვლამდე.
3.4. თუ კურიერმა ვერ მოახერხა წინასწარ დაკავშირება თქვენს მიერ მითითებული მობილური ტელეფონის ნომერზე ამანათს დააბრუნებს ოფისში და მომდევნო სამუშაო დღეს მოხდება მისი განმეორებითი დატოვების მცდელობა ხოლო თუ ამ დროსაც შეიქმნა რამე პრობლემა კურიერი წაიღებს ამანათს უახლოეს ოფისში და მომხმარებელს შეეძლება მისი გატანა ოფისიდან.
3.5. ამანათის მიღებისას მომხმარებელი ვალდებულია წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი საბუთი (პირადობის მოწმობა ან პასპორტი).
3.6. კურიერი არაა ვალდებული აიტანოს ამანათები სართულზე.
3.7. რაიონებში ამანათები დარიგდება საქართველოში ჩამოსვლიდან მეორე-მესამე დღეს .
3.8 ამანათის მიღებისას მომხმარებელი ვალდებულია კურიერის თანდასწრებით შეამოწმოს შეფუთვა და გარეგანი დაზიანების შემთხვევაში მასთან დააფიქსიროს პრეტენზია.
4. ამანათის გადაცემა მესამე პირზე .
4.1. მესამე პირს შეუძლია მიიღოს ამანათი თუ ის წარადგენს:
მიმღების პირადობის დამადასტურებელ მოწმობას, აგრეთვე საკუთარ პირადობის დამადასტურებელ საბუთს.
4.2. ნოტარიულად დამოწმებულ მინდობილობას, ამანათის გამტანის პირადობის მოწმობას და გადახდის ქვითარს.
5. ავია რეისები და ტრანსპორტირება .
5.1. გარკვეული მიზეზების გამო რეისის დაგვიანებაზე შპს გოფერი პასუხს არ აგებს.
5.2. შპს გოფერი არ იღებს პასუხისმგებლობას იმ ამანათებზე, რომელთა ამერიკის ოფისში მიტანას ახორციელებს კომპანია, რომელსაც არ აქვს ამანათის ჩაბარების სავალდებულო ხელმოწერით დადასტურების სერვისი და შესაბამისად სადაო სიტუაციის წარმოქმნისას, ასეთი კომპანიები ვერ დაადასტურებენ აგენტის საწყობში ტვირთის მიტანას.
5.3. შპს გოფერი ამანათზე პასუხისმგებელი ხდება იმ მომენტიდან, როდესაც აისახება თქვენი ამანათი გოფერის ოთახში.
6. ამანათის დეკლარირება
6.1. დეკლარირება (პროდუქციის გამომგზავნის დასახელების, სასაქონლო კოდის და ფასის მითითება) გოფერის ვებგვერდზე აუცილებელია.
6.2. დეკლარირებული თანხა აუცილებლად უნდა ემთხვეოდეს შეძენილი ნივთის რეალურ ღირებულებას. ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება მომხმარებელს. ერთხელ შევსებული დეკლარაციაში ცვლილების შეტანა შეუძლებელია.
6.3. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ შეავსებს გადამზიდავი გზავნილის დეკლარაციას (საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაციას), გზავნილი არ გამოიგზავნება საქართველოს მიმართულებით.
7. განბაჟება
7.1. ამანათები, რომელთა ფასი აღემატება 300 ლარს ან აღემატება 30 კილოგრამს საქართველოს კანონმდებლობით ექვემდებარება განბაჟებას.
7.2. განსაბაჟებალი ამანათები გაიცემა მხოლოდ დეკლარაციის დაბეჭვდვის შემდეგ !
7.3. გასანბაჟებელი ამანათბი გაიცემა როგორც ოფისიდან ასევე საკურიერო მომასახურების სარგებლობით შემთხვევაში (ფორმა 4, რომელსაც ჩვენ დაგიმზადებთ და გადმოგცემთ ამანათთან ერთად). სადეკლარანტო მომსახურეობა ჩვენთან უფასოა.
7.4. მომხმარებელი ვალდებულია გადაიხადოს საბაჟო გადასახადი ამანათის მიღების დღიდან 30 დღის განმავლობაში საქართველოს ნებისმიერ ბანკში.
7.5. მომხმარებლის მიერ განსაბაჟებელი ამანათის მიღების და ფორმა 4-ზე ხელისმოწერის შემდეგ ყველა პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ მომხმარებელს.
8. შეზღუდული პროდუქცია .
8.1. შპს გოფერი იხსნის პასუხისმგებლობას აკრძალული პროდუქციის ტრანსპორტირებაზე.
8.2. თუ მომხმარებლის მიერ მაინც მოხდა აკრძალული პროდუქციის გამოწერა რის გამოც შპს გოფერს მიადგა მატერიალური ზარალი, კომპანია მომხმარებელს დააკისრებს საჯარიმო სანქციას.
9. კონფედენციალურობის პირობები .
9.1. საიტზე დაცულია თქვენი პირადი ინფორმაცია და არ გადაეცემა მესამე პირ(ებ)ს კანონით გათვალისწინებული შემთხვების გარდა
9.2. ჩვენ ვამუშავებთ თქვენს მონაცემებს მხოლოდ მომსახურების გაუმჯობესების და თქვენთვის საუკეთესო შემოთავაზებების შემუშავების მიზნით. ჩვენ ვუფრთხილდებით და ვიცავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის შესაბამისად.