განბაჟებისთვის საჭირო ყველანაირ პროცედურას და საბაჟოსთან ურთიერთობას ახორციელებენ ჩვენი კომპანიის დეკლარანტები.
შემოსავლების სამსახურის განმარტებით, ამანათების დეკლარირება საფოსტო გადაზიდვის მომსახურებისგან დამოუკიდებელ მომსახურებას წარმოადგენს და ექვემდებარება დაბეგვრას. ჩვენთან სხვა კომპანიებისგან განსხვავებით სადეკლარანტო თანხა გადასახდელი არ არის და ეს სერვისი ხელმისაწვდომია კლიენტებისთვის სრულიად უფასოდ.
2022 წლის 14 მაისიდან კანონში შედის ცვლილება. კერძოდ იცვლება საქართველოს მთავრობის №201 დადგენილება. ცვლილების მიხედვით საქართველოს მთავრობა განბაჟების თანხის პარალელურად, აწესებს საქართველოს საბაჟოს მომსახურების გადასახადს განსაბაჟებელ საქონელზე.• 300-დან 3 000 ლარამდე ღირებულების საქონელზე განსაბაჟებელ თანხას დაემატება – 20 ლარი; • 3 000-დან 10 000 ლარამდე ღირებულების საქონელზე კი განსაბაჟებელ თანხას დაემატება – 100 ლარი.აღნიშნული თანხის გადახდა მოხდება საქართველოს ხაზინის ანგარიშზე, დეკლარაციის დაბეჭდვამდე და განბაჟების საფასურის გადახდამდე.