გოფერელებო!
სამწუხაროდ, უნდა გაცნობოთ, რომ Gofer დროებით წყვეტს საქმიანობას.
❗❗ გაუგებრობა რომ არ გამოვიწვიოთ აქვე გეტყვით
ყველა მომხმარებელს, ვისაც გოფერის დახმარებით უკვე გამოწერილი აქვს ამანათი, დათქმულ დროში მოგაწვდით და არ შეგექმნებათ რაიმე პრობლემა.
(ბოლო რეისი გამოიგზავნება 20 ივნისს)
რაც შეეხება მიზეზებს...
ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, რადგან გადამზიდი კომპანიისგან უკვე არაერთხელ შეგვექმნა ისეთი პრობლემა, რაც ჩვენი, როგორც ბრენდის იმიჯს საგრძნობლად აზარალებდა.
ჩვენ მუდმივად ვმუშაობდით წარმოქმნილი პრობლემების გამოსწორებაზე, თუმცა ეს არ აღმოჩნდა საკმარისი.
მადლობას გიხდით ყველა გოფერელს ჩვენთან თანამშრომლობისთვის💥